რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
ამ ეპიზოდში ფოტოგრაფი გიორგი ყოლბაია სამი ძალიან განსხვავებული ავტორის და ფილმის შესახებ საუბრობს. თუმცა, სამივე ნამუშევრის შემთხვევაში მათი გამაერთიანებელი ის მნიშვნელოვანი მუსიკალური ეპიზოდებია რომლებსაც ამ ფილმების შემთხვევაში ვხვდებით და რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ნაწარმოების ატმოსფეროს და მის იერსახის შექმნაში გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობენ
გიორგი ყოლბაია | მუსიკალური სცენის მნიშვნელობა
