პოლაროიდი აკვარელივითაა, ის უფრო ახლოს არის მხატვრობასთან, ვიდრე ფოტოგრაფიასთან. ჩემთვის და ბევრისთვის, პოლაროიდები ფერწერის გაგრძელება იყო. მომწონს ის ფაქტი, რომ არ არსებობს ფოტოს ნეგატივი – მხოლოდ ერთი ფოტო.
ვიმ ვენდერსი
ვიმ ვენდერსის ფილმები ავტორისათვის დამახასიათებელი ხელწერით გამოირჩევა და კინომოყვარულების მხრიდან ჯეროვნად არის დაფასებული, შედარებით ნაკლებად ცნობილია ის სამყარო რომელსაც ავტორი პოლაროიდის ფოტოაპარატის მეშვეობით გადმოსცემს. ეს ნამუშევრები ვენდერსმა ფილმებზე მუშაობის პარალელურად შექმნა. ბევრი მათგანი უშუალოდ გადასაღები მოედნიდანაა, სხვაგან კი ვხედავთ ქალაქებს, უკაცრიელ უდაბნოებს, გზებს და სასტუმროებს რომლებიც ვენდერსის ფილმების მსგავსად განსაკუთრებულ განწყობას ქმნიან.
სიმარტოვე, სევდა და ამავდროულად, რომანტიზმი რომელიც ვენდერსის ფილმებისთვის არის დამახასიათებელი, პოლაროიდის ფოტოებშიც იგრძნობა, თუმცა, ამ მედიუმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვენდერსი იხსენებს ემოციას რომელიც გამოფენისთვის დახარისხებული, წლების წინ გადაღებული პოლაროიდის ფოტოების ნახვის შემდეგ გაუჩნდა.
„ჩემი პირველი რეაქცია იყო: ვაუ! საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? ბევრი რამ დავიწყებული მქონდა. გავაცნობიერე რომ მანიაკივით ვიღებდი ფოტოებს…
… საქმე ისაა, რომ მათი გაჩუქება გიწევს. წინ ადამიანი გიდგას, რომელსაც ეს წამია გადაუღე და თითქოს მეტი უფლება აქვს ჰქონდეს ეს ფოტო, ვიდრე შენ“.
ვენდერსის ფოტოებში ვხედავთ ამერიკას, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას აღარ არსებობს, ეს შესაძლოა ზოგიერთი სურათის სათაურიდანაც კი ჩანდეს (“ფოტო ჯიხურები”, “ჯუკბოქსი”,”ოცნება კალიფორნიაზე” და ა.შ.), ეს არის გადაძახილი დროზე როდესაც ”არ იყო მწუხარება, არ იყო ბრაზი, არაფერი იყო გარდა უმანკოების, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველასი ჩემს ირგვლივ. ყოველი ფილმი რომელიც იქმნებოდა, იქმნებოდა დიდი სააზროვნო პროცესის გარეშე, გულიდან მოდიოდნენ, იგივე ითქმის პოლაროიდის ფოტოებზეც, ასევე გულიდან ნაკარნახევია. ამ პოლაროიდების მნიშვნელობა თავად ფოტოებში არ არის.” როგორც ვენდერსი ამბობს ეს ფოტოები მნიშვნელოვანია არა მათი ესთეტიური მახასიათებლების, არამედ მათში ასახული ისტორიების გამო.
…იმ დროს, ეს [პოლაროიდის მოხმარება] იყო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, კიდევ ერთი ყოველდღიური მოხმარების საგანი, საკვებივით და ჰაერივით, იმ სუნიან მანქანების, რომლებსაც ჩვენ ვატარებდით და სიგარეტის, რომელსაც ყველა ეწეოდა.”

















ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
——————————————————————————————————————————————
სხვა თემაზე ჩვენი იუთუბ არხიდან: