ჯონ სმიტი მე-20 და 21-ე საუკუნის ექსპერიმენტატორი კინემატოგრაფისტია. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს “გოგონა კევს ღეჭავს” ჰქვია, რომელიც მან 1976 წელს გადაიღო. ფილმი კინოს ენის და ამავდროულად მისი მანიპულატორული ხასიათის ერთგვარ კვლევას წარმოადგენს, სადაც ხმასა და გამოსახულებას შორის არ არსებული კავშირის მიუხედავად, იქმნება რეალობა რომელიც ამ ორს ერთმანეთს აჯაჭვებს და მაყურებლის გონებაში ქმნის ახალ მოცემულობას.
ჯონ სმიტის ნამუშევარში შეგვიძლია ასევე დავინახოთ ეგრეთწოდებული ობიექტური დოკუმენტალისტიკის კრიტიკა – აქ ერთის მხრივ გვაქვს მკაცრად ვიზუალური დოკუმენტი, სადაც კამერაში შემთხვევით მოხვედრილ გამვლელებს ვხედავთ, მაგრამ მეორეს მხრივ ვართ მომსწრენი აუდიო ნარატივის, რომელიც ასევე დოკუმენტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ქრონოლოგიასთან თამაშით, სმიტი ქმნის ფიქტიურ ნაწარმოებს და ამრიგად შლის ზღვარს მხატვრულსა და დოკუმენტურს შორის.
ლიტაგორას ეს ვიდეო ჯონ სმიტის ფილმის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ნაწარმოები არა კონვენციურ აღწერას, არამედ ერთგვარ რიმეიქის გზას არჩევს
ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015