პოლიტიკური სატირა ის ჟანრია რომელიც კინომდე ბევრად ადრე არსებობდა და რომელიც ცხადია ხელოვნების ამ დარგშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი, რუბრიკა3ფილმის მორიგ ეპიზოდში მე-20 და 21-ე საუკუნეში არსებული სხვადასხვა ტოტალიტარულ რეჟიმების აღსაწერად სამ ფილმს იხსენებს და მათ მაგალითზე საუბრობს ზოგადად პოლიტიკური სატირის და ისტორიული მოვლენების შესახებ.

რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015