2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისის არქიტექტურული ბიენალეს (Сorrect Mistakes) მეოთხე გამოშვების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებს შორის გამოფენაზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ ენახათ თეკლა ასლანიშვილის ფილმი “მთა ზღვას ელაპარაკება,” რომელიც კვლევაზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ დოკუმენტურს წარმოადგენს.

ფილმი ფოკუსირდება საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წამოწყებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჰიდრორესურსებზე და ასევე, იმ სოციო-პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც ერთის მხრივ ამ ყველაფრის ფონზე არსებობდა და ამავდროულად, ასეთი პროექტების შედეგად დგებოდა.

ფილმი, ისევე როგორც კვლევა, მნიშვნელოვანი განხილვის თემად აქცევს საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჰიდრორესურსებზე და ასევე ქვეყნის როლის შესახებ დისკუსიისკენ გვიბიძგებს.

ფილმის პარალელურად ბიენალეზე ასევე იყო წარმოდგენილი ინსტალაცია ნატალია ნებიერიძის ავტორობით და კვლევაზე დაფუძნებული სიტყვარი, რომელიც სხვა ავტორებთან თანამშრომლობით მკვლევრებმა ალექსანდრა აროშვილმა და ეველინა გამბინომ შეადგინეს