თანამედროვე სამყარო ინდივიდს მუდმივად არჩევანის წინაშე აყენებს. ამ არჩევანის შედეგი კი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საგნად განიხილება. ნებისმიერი წარუმატებლობა, იქნება ეს ფინანსური, კარიერული თუ პირადი, ადამიანს უტოვებს განცდას რომ ეს მისი არასაკმარისი ძალისხმევის, პროდუქტიულობის თუ არასწორი არჩევანის შედეგია.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რომ ასეთი განცდა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, იბადება კითხვა – არის თუ არა პირობითი წარუმატებლობა მართლაც ინდივიდის ბრალი თუ იგი არსებული სოციო-ეკონომიკური სოციალური და ეკონომიკური სისტემის ზემოქმედების შედეგია? სოციოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ზიგმუნტ ბაუმანის აზრით ამ კითხვაზე პასუხი თანამედროვეობის მახასიათებლებში უნდა ვეძიოთ.
ზიგმუნტ ბაუმანის “თხევადი მოდერნულობა. ცხოვრება არაპროგნოზირებად ეპოქაში”.
