გასულ კვირას დავინტერესდით თუ რა წიგნებს კითხულობდით და შედეგად მრავალფეროვანი და საინტერესო კომენტარები მივიღეთ სხვადასხვა ჟანრის, დროის და ქვეყნის ლიტერატურაზე. მიმოხილვაში ქართული, უცხოური, თანამედროვე, კლასიკური, მხატვრული და არამხატვრული წიგნები მოხვდა. გთავაზობთ ამ კვირის შთაბეჭდილებების შეჯამებას.
საუკეთესო საშუალება სირთულეების დასაძლევად
Ia Bersenadze თანამედროვე ავსტრიელ ავტორს, დანიელ გლათაუერს და მის ორ წიგნს გვირჩევს. ერთ-ერთმა წიგნმა – “”უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ” 2006 წელს “საუკეთესო გერმანული წიგნის პრემია” დაიმსახურა.
“გლატაუერის “საუკეთესო საშუალება ჩრდილოეთის ქარისგან” და იმავე ავტორის “შვიდივე ტალღა” წავიკითხე ამ კვირაში. თანამედროვე ეპისტოლარულ ჟანრში დაწერილი რომანი – ნამდვილი ანტიდეპრესანტი და სახელმძღვანელო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში.”
Anka Anna – მ უკვდავი “ოსტატი და მარგარიტას” შესახებ შეგვახსენა.
” პირადად მე მეოთხედ ვკითხულობ ამ წიგნს. როცა რამე სირთულე მაქვს ან გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ვიღებ ბულგაკოვს. ის ჩემზე კარგად მოქმედებს,” წერს Anka Anna.
ინგლისური კლასიკიდან ქართულ ლიტერატურამდე
Keti Kuparadze – მ მე-19 საუკუნის ინგლისში იმოგზაურა და ჯეინ ოსტინის წიგნისგან მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს: “სიამაყე და ცრურწმენა დავამთავრე და მივხვდი,რომ თურმე ზედმეტი გადახვევების გარეშე შეიძლება დაწერო ძალიან კარგი რომანი რომელიც აგავსებს დადებითი ენერგიით და ემოციით.”
თუმცა, Аника Аника – ს იმავე პერიოდის ლიტერატურა ნერვების ფასადს დაუჯდა.
“ემილი ბრონტეს ‘ქარიშხლიანი უღელტეხილი’ მოვრჩი (ამ წიგნს არასოდეს წავიკითხავ ჩემი მთელი ნერვები დამაწყდა).”
სამაგიეროდ გურამ ფანჯიკიძის “სპირალმა” დააინტერესა
“ახლა გურამ ფანჯიკიის სპირალი დავიწყე, საკმაოდ საინტერესო ჩანს, თან ქართულია,” წერს Аника Аника.
თამარ მანთაშაშვილმა გოდერძი ჩოხელის “ადამიანთა სევდა” ძალიან დადებითად დაგვიხასიათა: “გოდერძი ჩოხელის “ადამიანთა სევდა “, წიგნი, რომელიც ერთდროულად არის სიცოცხლის და სიკვდილის სიყვარული.ერთდროულად არის კაცობრიობის ჯილდო და მწარე რეალობა.წიგნში, სადაც ყველაფერი ‘ ფასიანი ‘ უფასურია.ეს არის წიგნი, რომელიც სულს სჭირდება.”
სხვა მხრიდან დანახული
Esma Jortmenadze ერიკ ემანუელ შმიტის წაკითხვას გვთავაზობს: “პილატეს სახარება’ დავასრულე ახლა. საინტერესო ინტერპრეტაციაა ბიბლიისა,ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და სულ სხვა მხრიდან დაგანახებთ ყველაფერს .”
Daji Maga De Todua პედაგოგებს პოლ ტაფის “როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას” ურჩევს, რომელში ავტორი თანდაყოლილი უნარების ნაცვლად, ხასიათის თვისებებზე აკეთებს აქცენტს.
“ახლა ვკითხულობ “როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას”. ვფიქრობ, ძალიან გამოადგებათ იმ პედაგოგებს, რომლებსაც ჰგონიათ რომ აუცილებელია რაღაც ნიჭი გქონდეს კონკრეტული მიმართულებით, რომ რამე ისწავლო, – სხვადასხვა მცირე თუ დიდმასშტაბიან კვლევებზე დაყრდნობით თქვენ ნახავთ, რომ ხასიათის სიმტკიცის , შეუპოვრობის, მიზანმიმართულობის და კეთილსინდისიერების საშუალებით ყველაფრის სწავლა და ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი . პ.ს. მათ შორის, მათემატიკის და ჭადრაკის სწავლაც,” წერს Daji Maga De Todua.
სიღრმეები და მრავალტომეულები
Natia Bunturi ჰერმან ბროხის 850 გვერდიან “მთვარეულებს” აქებს: “მე ჰერმან ბროხის “მთვარეულებზე” ვარ, კარგა ხანია მაგრამ საააკმააოდ დიდია((( ჩემთვის ძალიან ახლო წერის მანერაა, ვრცელი და თანაც საჭირო ადგილებში მოლოდინზე მეტად სიღრმისეული. მე ასეთი საუბარი და ცხოვრება მხიბლავს ამიტომ გავუგეთ ერთმანეთს. ვისაც ლაკონურობა მოსწონს და სწრაფად საკითხავი, შესაძლოა ვერ ისიამოვნოს, თუმცა მე ნამდვილად უკვე მიყვარს კიდეც ეს წიგნი…!”
მიმოხილვაში ჯორჯ მარტინის ბესტსელერიც მოხვდა.
“ვკითხულობ George RR Martin-ის The World of Ice and Fire-ს, ვეცნობი ვესტეროსის ისტორიას და სასტიკად ველოდები საგის მეექვსე წიგნს,” წერს Tina Gvenetadze.