ცნობილ ნარკობარონს ელ ჩაპოს, ციხეში ყველა დროის კლასიკა, მიგელ დე სერვანტესის დონ კიხოტი შეუგზავნეს. ელ ჩაპოს, იგივე ხოაკინ გუზმანს, წიგნი მექსიკური პენიტეციალური სისტემის წარმომადგენლებმა გადასცეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ნარკო ბიზნესის ლეგენდა “დაღლილია” და “დეპრესიაშია.”
“ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესანიშნავი წიგნია და სწორედ მსგავსი ლიტერატურით უნდა მოვამარაგოთ,” განაცხადა ედუარდო გუერერომ, მექსიკის ციხეების უფროსმა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად დაინტერესდა წიგნით უშუალოდ ელ ჩაპო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მას სხვა ტიპის ლიტერატურა მოსწონს. ასე მაგალითად მის ყოფილ სამალავში იტალიელი ჟურნალისტის, რობერტო სავიანოს “ნული, ნული, ნული” აღმოაჩინეს. წიგნი დოკუმენტური ხასიათიასაა და კოკაინით ვაჭრობაზე, მათ შორის ელ ჩაპოს აღზევებაზეც მოგვითხრობს.
წყარო: The Guardian