დღეს პლეილისტის რიგით მეხუთე გამოშვების ჯერია. პლეილისტის ავტორი, გიორგი ლობჟანიძე ზამთარში სასიამოვნო მოსასმენ სიმღერებზე გვესაუბრება. მთლიანი პლეილისტის მოსმენა აქ შეგიძლიათ. დანარჩენისთვის, იხილეთ პოსტი.
Pixies ამ ნახევრად მელანქოლიური სიმღერის სახელიც კი კარგად გამოხატავს გაღვიძებულ გრძნობებს წლის იმ პერიოდში, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანს.
Famous Blue Raincoat ლეონარდ კოენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, რომლის ტექსტიც მსმენელს აგრძნობინებს თუ როგორია იყო ზამთრის ნიუ იორკში დილის ოთხ საათზე
მსმენელს კეიტ ბუშის ეს სიმღერა ეტაპობრივად დაკარგული ურთიერთობის შესახებ უამბობს. ხელში ნელა დამდნარი თოვლივითა. როდესაც საქმე სიცივეს და გრძნობებს ეხება, კეიტ ბუშისგან ნაკლებს არ უნდა ველოდოთ
ბევრი სხვა ზამთრის სიმღერისგან განსხვავებით, კასაბლანკასის ეს კომპოზიცია პოზიტიურად დამუხტულია
მართალია The Cure – ის ეს სიმღერა ზამთართან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ზამთრის მრისხანე და გაყინული სილამაზის გადმოცემას მაინც ახერხებს. რთულია მის მოსმენისას წლის სხვა სეზონთან გაგიჩნდეს ასოციაცია
გაზაფხულის მოლოდინს არაფერი სჯობია, იმ შემთხვევაში როდესაც მას სახლში სასიამოვნოდ ჩათბილული ტომ უეტსის მუსიკის ფონზე უსმენ. გარეთ კი, თოვს და ცივა
Sigur Rós -ის Hoppípolla -ს მოსმენა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა მასში ჩრდილოური სუსხი და სიცივე მძლავრობს და ამიტომ ზამთრის სიმღერად შეგვიძლია მივიჩნიოთ
ამ სიმღერის დამსახურებით ვიცით, რომ როდესაც ტორი ამოსი ზამთარზე ფიქრობს, მამამისზე მოგონებებით თბება
ამ სიაში ერთადერთი ელექტრონული კომპოზიციაა, აქ სხვებისგან განსხვავებით პრაქტიულად არც სიტყვებია, თუმცა ამის მუხედავად სიმღერა მყუდრო და თბილი ატმოსფეროს გადმოცემას მაინც ახერხებს