ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
პლეილისტის ეს გამოშვება გლამურზე, ფეშენ ინდუსტრიაზე და მოდის ესთეტიკაზეა.
Bang Bang – Shoot the model
ფრანგი მუსიკოსის, ხავიერ ჟამოს სოლო ელექტრო პროექტის საკმაოდ ორიგინალური და რითმული სიმღერა. მისი ვოკალი ძალიან ჰგავს დევიდ ბოუის, ამიტომ მსმენელს ის ხანდახან ბოუის სიმღერა ჰგონია. კომპოზიცია ევრო სუპერმოდელების გლამურულ ცხოვრების სტილს აკრიტიკებს.
.
Air – Sexy Boy
სატირული სიმღერა ბერძნული მითოლოგიის ღმერთების ესთეტიკაზე, რომელიც თანამედროვე გლამურის ვარსკვლავებთან პარალელებს ავლებს.
Amy Winehouse- “F*ck Me Pumps”
სიმღერა მომხიბლავ და გართობაზე ორიენტირებულ ქალბატონებზე, რომლებსაც ძალიან უყვართ გლამური. ისინი ცნობილ და მდიდარ მამაკაცებზე ოცნებობენ, მაგრამ საბოლოოდ საოცნებო პარტნიორის გარეშე რჩებიან, რადგანაც მათ მამაკაცები ძირითადად გართობის ობიექტებად აღქივამენ.
ZZ Top- Sharp Dressed Man
80იანი წლების კულტურისთვის დამახასიათებელი სიმღერა მამაკაცურ მომხიბვლელობაზე, რომელიც ხშირად აბრეშუმის კოსტიუმის ჩაცმასთან ასოცირდებოდა. 1985 წლის ინტერვიუში ბენდის ბასს გიტარისტმა, დასტი ჰილმა განაცხადა, რომ ტანსაცმლის მიმზიდველობა დამოკიდებულია პიროვნების სტილზე და აბრეშუმის ტანსაცმელი მხოლოდ პირობითობაა, მაგალითად მოტოკლისტის ან პანკ როკერის ესთეტიკას უფრო ტყავის ტანსაცმელი ახასიათებს.
Chromatics – Camera
სიმღერა ფოტოგრაფის თვალით დანახულ სამყაროზე და მის განცდებზეა. ვიდეო კლიპი მდიდარია კადრებით, რომლებიც 80იანების სტილში გადაწყვეტილ ფოტოსესიებს ასახავენ.
Kraftwerk – The Model
გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სიმღერა მოდელებზე და მათი ცხოვრების სტილზე. სატირა სახეზეა.
Paul McCartney-Vintage Clothes
იმ დროს როდესაც მთელი მოდის ინდუსტრია მოდის სწრაფი შეცვლითაა დაკავებული, პოლ მაკარტნი პირიქით, ძველი სტილის/ტანსაცმელს მნიშნელობას გვახსენებს და მის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგანაც მისი აზრით ტანსაცმელი ჩვენი იდენტობის ნაწილია.
Right Said Fred – I am too sexy
ამ სიაში რთულია გვერდი აუარო სიმღერას, რომელიც მოდის ინდუსტრიის ნარცისტულ თვისებებს კარიკატურულად გადმოსცემს.
Pet Shop Boys – Paninaro 95
2009 წელს Mail on Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბენდმა განაცხადა, რომ სიმღერა იტალიაში მგზავრობისას დაიწერე, სადაც კომპოზიციის ავტორები ხშირად ხედავნენ ახალგაზრდებს (პანინარი), რომლებიც მუსიკით და მოდით იყვნენ გატაცებული.