ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
Gil Scott Heron – The Revolution Will Not Be Televised
სიმღერა ძლიერი სოციო-პოლიტიკური მესიჯით , რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ჰიპ-ჰოპს საფუძველი დაუდო
Beastie Boys – Sabotage
90-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა საბოტაჟზე ძლიერი მეამბოხე სულისკვეთებით
RATM – Killing in the Name
საკმაოდ აგრესიული საპროტესტო სიმღერა, რომელიც ამერიკაში თეთრკანიანი პოლიციელების რასიზმის და დისკრიმნაციის თემას უპირისპირდება
Public Enemy ft. Ice Cube & Big Daddy Kane – Burn Hollywood, Burn
სიმღერა ჰოლივუდში აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციას ეხება, რისი გამოსწორებაც სიმღერის ავტორების აზრით რადიკალური ზომებითა შესაძლებელი
Bob Dylan – Masters of War
ცივი ომის პერიოდში დაწერილი სიმღერა, რომელიც ამერიკაში მიზანმიმართულ შეიარაღებას აკრიტიკების და აპროტესტებს
NWA – Fuck the police
სიმღერა ეძღვნება პოლიციას, რომელიც რეპ სამყაროზე ზეწოლას, ხშირად რეპ სტუდიებში შეჭრით და მუსიკალური ჩანაწერების კონფისკაციით ახდენდა
Bob Marley – Revolution
სიმღერა სოციო-პოლიტიკური ცვლილების შესახებ. მისი პირველივე წინადადება ამცნობს მსმენელს, რომ ხსნის მიღწევა მხოლოდ რევოლუციური გზითაა შესაძლებელი
Jarvis Cocker – Running the world
სატირული სიმღერა, რომელიც მუშათა კლასის უფლებებზე საუბრობს და მსოფლიო წესრიგის სათავეში მდგარ ინდივიდებს აკრიტიკებს.
WU LYF – Dirt
დღეს უკვე არარსებული ჯგუფის აგრესიული, მაგრამ ძალზედ მელოდიური და “დუხიანი” სიმღერა ანტი-კაპიტალისტური მესიჯით