პლეილისტი #10: სიმღერები ომზე და მშვიდობაზე

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

Metallica – One

მეტალიკას ერთ-ერთი ადრეული ჰიტი ომზე და მუსიკალური ვიდეო დაჭრილ ჯარისკაცზ,ე რომელმაც დაკარგა კიდურები, სმენა და ხედვა, მაგრამ ამის მიუხედავად არ ნებდება. სიმღერის ტექსტი აშკარად დალტონ ტრამბოს ნაწარმოებითაა შთაგონებული, ეს ვიდეოშიც ჩანს, რომელმაც კადრები ეკრანიზაციიდან ისესხა.

John Lennon & the Plastic Ono Band – Give Peace a Chance 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პაციფისტური სიმღერა, რომელიც ლენონის სოლო კარიერაში ალბათ პირველ ჰიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სიმღერამ თავიდანვე დიდი მედია ყურადღება მოიპოვა და ვიეტნამის ანტი-საომარო მოძრაობის ერთგვარ ჰიმნად იქცა

Pink Floyd – Us and Them

ბენდმა ამ სიმღერაზე მუშაობა 1970 წელს ფილმისთვის Zabriskie Point დაიწყო. სიმღერა ფილმში საუნდტრეკად ძალადობის ამსახველ სცენაში უნდა ჩაესვათ, თუმცა რეჟისორმა, მიქელანჯელო ანტონიონიმ ტრეკი დაიწუნა, იმ მოტივით, რომ ის სცენისთვის ზედმეტად ლამაზი და მელანქოლიური იყო

Guns n Roses- Civil War

პოლიტიკურად დამუხტული სიმღერა, რომელიც მთელ რიგ საკითხებს ეხება, აქ კენედის მკვლელობაზე, ვიეტნამის ომზე და სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი

The Cranberries – Zombie

დოლორეს ორიორდანის თქმით ეს სიმღერა ჩრდილოეთ ირლანდიის და ინგლისის შესარიგებლად დაიწერა, ჯგუფი აქ ირლანდიელების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე საუბრობს, რომელსაც ბოლო არ უჩანს

Kate Bush – Army Dreamers

80-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, დეპრესიული და ეფექტური ანტი-მილიტარისტული მოძრაობის სიმღერა ახალგაზრდა ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ომში დაეცა.

Status Quo – In The Army Now

ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტი, რომელიც ერთგვარი სატირაა ჯარში ცხოვრების სირთლეებზე. ირონიულია, მაგრამ ჯგუფის ეს ყველაზე ცნობილი სიმღერა მხოლოდ და მხოლოდ ქავერია, ორიგინალის მოსმენა კი, აქ შეგიძლიათ

Dire Straits – Brothers in Arms

სიმღერა ფოლკლენდის კუნძულის ომის შესახებ, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და არგენტინის შორის გაიმართა, ომს, რომელსაც ხორხე ლუის ბორხესმა ორი მელოტის ბროლა სავარცხლისთვის უწოდა

The Rolling Stones – Gimme Shelter

სიმღერა პოლიტიკურად და სოციალურად დამღლელი პერიოდის შესახებ: ვიეტნამის ომი, ჩარლს მენსონი და გაუთავებელი პროტესტები – მიკ ჯაგერი ამ სიმღერაში მკაფიოდ ასახვს ამ მძიმე დროს და ამ ყველაფერისაგან ერთგვარ თავშესაფარს ეძებს

R.E.M. – Orange Crush

სიმღერა (orange crush ასევე გამაგრიელებელი სასმელია) ეხება ქიმიურ იარაღს (Agent Orange), რომელსაც ამერიკელები ვიეტნამის ჯუნგლების განადგურების მიზნით იყენებდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნივთირება სამხედრო მოსამსახურეებში კიბოს გამომწვევი მიზეზი იყო

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s