ადამიანის შრომითი უფლებები საუკუნეებია ირღვევა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, მათ შორის საქართველოში. ამ სიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყანაში და ეპოქაში შექმნილ ათ ფილმს, რომელიც ამ პრობლემას ეხმაურება.
Bread and Roses, პური და ვარდები, 2000
რეჟისორი: კენ ლოაჩი
ფილმის მოქმედება ამერიკაში ვითარდება. ედრიან ბროუდის პერსონაჟი პროფკავშირის წარმომადგენელია, სემ შაპირო კორპორაციაში მომუშავე დამლაგებლებს საკუთარი უფლებების გარკვევაში, დაცვაში და ორგანიზებაში ეხმარება.
Norma Rae, ნორმა რეი, 1979
რეჟისორი: მარტინ რიტი
მთავარი პერსონაჟი, ნორმა რეი ბამბის ქარხანაში მძიმე პირობებში მუშაობს. სამსახურით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროფკავშირის შეკრებაზე დასწრების შემდეგ, ის საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას გადაწყვეტს.
How Green Was My Valley, რა მწვანე იყო ჩემი ხეობა, 1942
რეჟისორი: ჯონ ფორდი
დღეს უკვე კლასიკად აღიარებული ჯონ ფორდის ოსკაროსანი ფილმი უელსში მაღაროეელების შემცირებებზე, მძიმე სამუშაო პირობებზე და ცხოვრების დონის გაუარესებაზე მოგვითხრობს.
Deux jours, une nuit, ორი დღე, ერთი ღამე, 2014
რეჟისორები: ჟან-პიერ დარდენი, ლიუკ დარდენი
ძმები დარდენების ისტორია ადამიანზე, რომელსაც სამსახურიდან თანამშრომლების ბონუსების გაცემაზე სანაცვლოდ ათავისუფლებენ. მდგომარეობაში გასარკვევად და სამსახურში დაბრუნების შანსის გამოსაყენებლად მარიონ კოტიარდის პერსონაჟს ორი დღე და ერთი ღამე აქვს.
Hoffa, ჰოფა, 1992
რეჟისორი: დენი დევიტო
ისტორია ცნობილი ამერიკული პროფკავშირების ლიდერზე, ჯიმი ჰოფაზე.
Billy Elliot, ბილი ელიოტი, 2000
რეჟისორი: სტივენ დალდრი
ამბავი 11 წლის მოზარდზე, რომელიც 80-იანი წლების ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის მთავრობის ინიაციატივით ქვეყანაში მაღაროების მასიურად დახურვის ფონზე ვითარდება.
Ressources Humaines, ადამიანური რესურსები, 1999
რეჟისორი: ლორენ კანტე
ფრანგულ პროვინციულ ქალაქში ერთ-ერთ ქარხანაში მენეჯერის პოზიციის დაკავების შემდეგ, ფრენკი ზემდგომი მენეჯერული მანიპულაციების გარემოში აღმოჩნდება, რაც მას რთული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს.
Blue Collar, ლურჯი საყელო, 1978
რეჟისორი: პოლ შრადერი
ფილმი, რომელიც არამხოლოდ დამსაქმებლის , არამედ პროფკავშირის მიდგომების კრიტიკას წარმოადგენს.
Salt of the Earth, დედამიწის მარილი, 1954
რეჟისორი: ჰერბერტ ბიბერმანი
ფილმი გაფიცულ მექსიკელ მუშებზე, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების სოლიდარობის დამსახურებით ახერხებენ.
The Organizer, ორგანიზატორი, 1963
რეჟისორი: მარიო მონიჩელი
ფილმი ყოფილ მასწავლებელზე, რომელიც მე-19 საუკუნის იტალიაში გაუსაძლის პირობებში მყოფი მუშების მობილიზაციას და ორგანიზებას ცდილობს.