ტექსტი: ნანა გოგოჭური

ფოტო: ნანა გოგოჭური და ნოე მიქაძე

 

Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2017-ის ფარგლებში 2- 6 ნოემბრის ჩათვლით 44 ჩვენება მოეწყო. ამ პერიოდში რუსთაველის თეატრი მოდის უცხოელი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და კრიტიკოსებისთვის მოდის ინდუსტრიის ცენტრად იქცა.
რუსთაველის თეატრში არსებული ე.წ. Show Room გახლდათ სივრცე, სადაც გამოფენილი იყო როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. თითოეული დიზაინერი მთლიანი სურათის შესაქმნელად საკუთარ კოლექციაზე შთაბეჭდილების მოსახდენად სხვადასხვა ხერხს მიმართავდა რომელშიც იმედი და წარმატების მოლოდინი იკითხებოდა.

ნინი ზარქუას მოდური ფეხსაცმლის კოლექცია საუცხოო ქალთა სახეებითაა შთაგონებული, რომელიც თვალშისაცემი სტილით გამოირჩევა

ვასკა ტაბატაძის კოლექცია სახელად “My name is Red” (მე მქვია წითელი)

WOYOYO ნაქსოვი აქსესუარებია, მისი შეძენისას მყიდველს ბორჯომის ტყის რეაბილიტიცაში შეაქვს წვლილი

თამარა სუჯის მინიმალიზმით გაჯერებული ჩანთებისა და ფეხსაცმლის კოლექციას, ფერთა თანმიმდევრობით და დასამახსოვრებელი სტილი ახასიათებს

ნინო სეფომ ბეჭდები მეტად დამაინტრიგებელი და საინტერესო დიზაინით წარმოგვიდგინა

DALAKISHVILI LIGHTING ქართული მოდის სივრცეს განსაკუთრებულ სინათლესა და სითბოს მატებდა, ეს ყოველივე კი მნახველისგან უპასუხოდ არ დარჩენილა

ქართული მოდის ხმა საზღვრებს გასცდა, ვნებათაღელვით სავსე დღეები დამთავრდა, თუმცა ჯერ ყველაფერი მხოლოდ წინაა და ის ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის მოლოდინშია