თარგმანი: ბექა არაბული
ნიკოლასი იყო…
უფრო მოხუცი, ვიდრე მომაკვდინებელი ცოდვაა. ჰქონდა თეთრზე თეთრი წვერი და სიკვდილი სურდა.
არქტიკის მღვიმეების ტანდაბალი მკვიდრები არ საუბრობდნენ მის ენაზე, არამედ დუდუნებდნენ თავიანთ ტიკტიკა კილოზე და, როცა ფაბრიკებში მუშაობით არ იყვნენ დაკავებულები, ასრულებდნენ გაუგებარ რიტუალებს.
წელიწადში ერთხელ ისინი, ქვითინის და პროტესტის მიხედავად, მოხუცს უსასრულო ღამეში უკრავდნენ თავს. ამ მოგზაურობისას იგი სამყაროში ყველა ბავშვის გვერდით ჩერდებოდა და საწოლთან ტანდაბლების რაიმე უხილავ საჩუქარს უტოვებდა. ბავშვებს, დროში გაყინულებს, ეძინათ.
მას შურდა პრომეთესი და ლოკის, სიზიფესი და იუდასი. მას უფრო მკაცრი სასჯელი ხვდა წილად.
ჰოუ.
ჰოუ.
ჰოუ.