სუბტიტრები ნიკა ქობულაძის და დათო ლობჟანიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც ინტერნეტს და ახალ მედიას ეხება. პოდკასტში ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ახალი ფილმების, სერიალების შეფასებებს, ინტერნეტის ისტორიას და ასევე გაიგოთ უჩვეულო და საინტერესო ამბები, რომლებსაც ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების დროს ნაკლებად შეიძლება შეხვდეთ. მორიგ გადაცემაში ნიკა და დათო ბოლო კვირებში ინტერნეტში პოპულარულ თემებს განიხილავენ, REDDIT-ის საინტერესო SubReddit-ს, სადაც ინტერნეტ მომხმარებლებს სხვადასხვა შეხედულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ აშინებთ, გას ვან სანის ახალ ფილმს (“ნუ გეშინია, ის ფეხით შორს ვერ წავა”) და ინტერნეტ მესენჯერების ისტორიას
სუბტიტრები #4. ბერლინი თუ თბილისი, “შეცვალე ჩემი შეხედულება,” გას ვან სანი და მესენჯერების ევოლუცია
