რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.

ამ ვიდეოში კულტურის თეორისტი დათო ჩიხლაძე ბრიტანული კინოს სამი გამორჩეული ავტორის ნამუშევრებს მიმოიხილავს. გარდა იმისა რომ დათოს მიერ განხილული ტონი რიჩარდსონი, კენ ლოუჩი და მაიკ ლი ბრიტანული სკოლის წარმომადგენლები არიან, მათ ასევე სოციალიზმი აერთიანებთ. დათო “გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა” – ს, კენ ლოუჩის “ტკბილი ტექვსმეტი” – ს და მაიკ ლის “პიტერლუ”-ს სწორედ სოციალიზმის ჭრილში მიმოიხილავს