რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
მორიგი ეპიზოდის სტუმარია მწერალი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. გიორგი სამ ძალიან განსხვავებულ ფილმზე საუბრობს. ეს ფილმებია, ჯოელ და ითენ კოენის “მოხუცების ადგილი აქ არ არის,” ბერნარდო ბერტოლუჩის “ცის საბურველ ქვეშ” და ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელი”. ამ ნამუშევრების მაგალითებზე გიორგი ამ ფილმების ცენტრალურ პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხიდან მიმოიხილავს