რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.

მორიგი ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი გრიგოლ ჯანაშია. გრიგოლი საუბრობს იმ ახლად დანერგილ მიდგომებზე და კინოზე მუშაობის ტექნიკაზე რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეჟისორმა დაამკვიდრა. სამი ნამუშევარი რომელსაც გრიგოლი მიმოიხილავს ფილიპ გრანრიეს “პირქუში”, შანტალ აკერმანის “1975 წლის ჟანა დიელმანი, კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080” და დევიდ ლინჩის სერიალ ტვინ პიქსის ერთ-ერთი სერია