რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
მორიგი ეპიზოდის სტუმარია გიორგი გაბელია, სოციოლოგი და კინომკვლევარი. გიორგი კინოზე საუბრისას სამ ძირითად თემას გამოჰყოფს. ეს თემებია, კინო როგორც რეალიზმი, კინო როგორც სასწაულის იარაღი და კინო როგორც ემპათიის საშუალება. ამ თემებზე საუბრისას გიორგი მიმოიხილავს რობერტ სიოდმაკის და ედგარ იულმერის 1930 წლის “ხალხი კვირა დღეს”, კარლ თეოდორ დრეიერის 1955 წლის “სიტყვას” და პოლ შრედერის 1992 წლის “ფრთხილ ძილს”