რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.
მორიგი ეპიზოდის სტუმარი, მათე გაბიცინიშვილი, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი, საუბრობს წიგნებზე რომლებიც ეკონომიკასა და საზოგადოებას შორის არსებული კავშირით დაინტერესებული მკითხველებისთვისაა. ეს წიგნები მიმოიხილავენ იმ საზოგადოებრივ ურთიერთობებს რომლებიც ეკონომიკურ კრიზისებს და ზოგადად ეკონომიკურ პროცესებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ.
მათე სამი წიგნის მეშვეობით საუბრობს არა ერთ თემაზე, იქნება ეს ცნობილი ფინანსური კრიზისები უახლესი ისტორიიდან, კაპიტალიზმის განვითარების ეტაპები, კოლექტიური ცნობიერების და კულტურის საკითხები რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ პროცესებზე და სხვა თემებზე. სამი წიგნი რომელსაც მათე მიმოიხილავს ჩარლზ ქინდლებერგერის “მანია, პანიკა და ჩამოშლა: ფინანსური კრიზისების ისტორიაა,” ტორსტეინ ვებლენის “მოცლილი კლასის თეორია: ინსტიტუტების ეკონომიკური შესწავლაა” და ვებლენის “ბიზნეს საწარმოს თეორიაა”