რთულია წამოირდგინო კარლ მარქსზე გავლენიანი და ციტირებადი მოაზროვნე. ამის მიუხედავად, პოპულარულ კულტურაში მარქსს უფრო გვიანდელი ნაშრომებით იცნობენ, გაცილებით ნაკლებად გახმაურებულია მისი ადრეული ტექსტები, მათში ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის ფილოსოფიური წინაპირობა რომელმაც მომავალ, უფრო პოლიტიკურ ნაშრომებზეც იქონია გავლენა. სამ ასეთ ტექსტზე საუბრობს რუბრიკა3წიგნის მორიგ ეპიზოდში ფილოსოფოსი დავით გალაშვილი.
რუბრიკა3წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ
დავით გალაშვილი | კარლ მარქსის ადრეული ნამუშევრები
