რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
მორიგი ეპიზოდის სტუმარია კომიკოსი მურთაზ ჩიქოვანი, გასაკვირი არაა რომ ამ შემთხვევაში მურთაზი განსახილველ თემად სტენდ-აფ კომედიას ირჩევს, ჟანრს რომელიც ამერიკის შეერთებებულ შტატებში უკვე დაახლოებით 100 წელია არსებობს, საქართველოში კი ეს-ესაა იდგამს ფეხს. მურთაზი სამ ფილმის მაგალითზე საუბრობს თუ რასთან გვაქვს საქმე ამ ჟანრზე საუბრისას, ვინ არიან ადამიანები რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებულები და რა მოეთხოვება სტენდ-აფერს თავის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?