რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.
მდედრობითი სქესის მწერლებზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ სიტყვათა შეთანხმებას “ქალი ავტორი”, თუმცა, არასდროს ვაკეთებთ იგივეს მამაკაცი მწერლების შემთხვევაში. ამის მიზეზი ის ისტორიულ-კულტურული მოცემულობაა, რომელიც სფეროში მოღვაწეობის პრივილიგიას სწორედ მამრობრითი სქესის წარმომადგენლებს აძლევდა, ქალებს კი წარმატების მისაღწევად ხშირად მამაკაცის ფსევდონიმის გამოყენება სჭირდებოდათ. მორიგი ეპიზოდის სტუმარია ინტერიერის დიზაინერი, სალომე ჩადუნელი, რომელიც ერთის მხრივ ქალი ავტორების მნიშვნელოვან ტექსტებს მიმოიხილავს და ამავდროულად სქესის თემაზე უფრო ზოგადად მის მიერ შერჩეული წიგნების მაგალითზე საუბრობს