მარი ლისენკო მუსიკის ტექნოლოგი და კინომოყვარულია, პროფესიიდან გამომდინარე ის კინოში ყურადღებას აუდიო ელემენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმდენად რამდენადაც ხმას შეუძლია კინოში როგორც სივრცის, ასევე ატმოსფეროს შექმნა, და ცხადია ამ მძლავრ ინსტრუმენტს სხვადასხვა რეჟისორი განსხვავებული მხატვრული მდგომარეობის შესაქმნელად იყენებენ. ამ თემებზე მარი რუბრიკა3ფილმის მორიგ ეპიზოდში სამი ფილმის მაგალითზე საუბრობს.

რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.