ცურვის შესახებ ყველაზე ადრეული დოკუმენტირებული მტკიცებულება ქვის ხანის პრეისტორიულ ნახატებთან არის დაკავშირებული . ეგვიპტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე გამოქვაბულში, რომელსაც შემდეგ “მოცურავეთა გამოქვაბული” ეწოდა, კლდეზე გამოსახული ფიგურებია აღმოჩენილი. მათი სხეულები და კიდურები ისეა ასახული, თითქოს ცურვის იმიტაციას ქმნიან. ხოლო, პირველი წერილობითი დოკუმენტი – „მოცურავე, ან დიალოგი ცურვის ხელოვნებაზე“ რომლის ავტორიც გერმანელი პროფესორი ნიკოლაუს ვინმანია, 1538 წლით თარიღდება.
თავდაპირველად ცურვა გაგებული იყო მარტივად, წყალში მოძრაობა გადარჩენისთვის, დღეს კი, ის ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი და ნაკვლევი სპორტის სახეობაა სხვა სპორტულ აქტივობებს შორის.
ცურვის შესახებ ერთ-ერთი ადრეული მეცნიერული კვლევა 1905 წელს გამოქვეყნდა დუბუა რეიმონის მიერ. მან მარტივი დინამომეტრის საშუალებით, მოცურავის, რომელსაც წყალზე ნავი ექაჩებოდა, პასიური ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობა გაზომა.
ადრეულ ცივილიზაციებში ცურვა უზომოდ პოპულარული იყო, ამის დასტურია ის არტეფაქტები რომლებიც ძველი ეგვიპტიდან და საბერძნეთიდან შემოგვრჩა. ამავდროულად, პლატონის აზრით ადამიანები, რომლებიც ვერ ცურავდნენ, სათანადოდ განათლებულებად ვერ ჩაითვლებოდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში კი, ცურვას ბიჭებს დაწყებითი სკოლის სასწავლო გეგმის ფარგლებში ასწავლიდნენ.
1587 წელს ევერარდ დიგბი თავის ნაშრომში – “ცურვის სწავლის მოკლე შესავალი” ამტკიცებდა, რომ ადამიანებს თევზებზე უკეთ შეუძლიათ ცურვა, რადგან მათ შესწევთ უნარი იცურონ ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, წინ, უკან, გვერდით და თავდაყირა, წყლის თავზე და ტალღების ქვეშ. ვეშაპებს და დელფინებს შეიძლება ჰქონდეთ იგივე უნარი, მაგრამ ისინი არ არიან თევზები.
ცურვის სწავლების შესახებ მრავალი წიგნი დაწერილა, მათ შორის არის მე-17 საუკუნეში შექმნილი ილუსტრირებული წიგნი “ცურვის ხელოვნება”, მელქისედექ ტევენიოს ავტორობით. აქ რჩევებთან ერთად იმ უპირატესობებზეც არის საუბარი, რომელსაც მოცურავე ფლობს. Მაგალითად ერთ-ერთ უპირატესობად რომელიც დღეს კომიკურად ჟღერს, ავტორს მიაჩნდა, რომ გემის ჩაძირვის შემთხვევაში, თუ ის ნაპირთან ახლოს იმყოფება, ადამიანს რომელმაც ცურვა იცის, ამ უნარის გამოყენება და შესაბამისად, თავის გადარჩენა შეუძლია.
გიზიარებთ რამდენიმე ილუსტრაციას აღნიშნული წიგნიდან








——————————————————————————————————————–
ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
——————————————————————————————————————–
სხვა თემაზე ჩვენი იუთუბ არხიდან