ჰარი სმიტი ამერიკელი კინორეჟისორი, მუსიკათმცოდნე, მხატვარი, ეთნოგრაფი, ანთროპოლოგი და კოლექციონერი იყო, რომელიც 1950-80- იანი წლების ნიუ-იორკში ბიტნიკური მოძრაობის ავანგარდში იდგა.
2013 წელს გეტის კვლევითმა ინსტიტუტმა ჰარი სმიტის ნაშრომები შეიძინა. სმიტის მოცულობითი არქივი მოიცავს ჩანაწერებს კინოპროექტებზე და ეთნოგრაფიაზე, ფოტოებს და აუდიო მასალებს.
მათ შორის არის ქაღალდის თვითმფრინავების კოლექცია, რომლებსაც სმიტი ნიუ იორკის ქუჩებში პოულობდა და აგროვებდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მის მრავალ უცნაურ კოლექციას შორის.
“ნიმუშები”, როგორც სმიტმა უწოდა თვითმფრინავებს, მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით ყვითელი სატელეფონო წიგნიდან ამოხეულ ფურცლებს, ღამის კლუბის მენიუს, ძველ ფოსტას. ეს ნიმუშები შრიფტებში, ფერებში და შაბლონებში არეკლილი ნიუ-იორკის უნიკალური ისტორიაა, რომლებზეც ძალიან ხშირად მათი შემქმნელების ოცნებები იკითხება – ერთი თვითმფრინავი საბავშვო ბაღის წიგნიდან ამოხეული ფურცლით არის დამზადებული, მასზე ბიჭის სურათია გამოსახული რომელსაც მზერა ზეცისკენ აქვს მიპყრობილი, სურათის ქვეშ კი მინაწერია – ოჰ! როგორ მინდა ფრენა შემეძლოს, ცაში სანახავი ბევრი რამ არის.
მთავარი რაც მის გაოცებას იწვევდა თვითმფრინავების მრავალფეროვანი კონსტრუქცია, ფურცლის დაკეცვის დიზაინი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შემდეგ კვლავ ძველ ფორმას უბრუნდებოდა .
კოლექციონერობისადმი ასეთი ვნება სმიტის ანთროპოლოგიური ინტერესით იყო განპირობებული. თვითმფრინავებზე იგი აღმოჩენის ადგილს და დროს უთითებდა, ზოგჯერ დეტალური აღწერილობებსაც, როგორიცაა მაგალითად ნაკეცების რაოდენობა და ინფორმაცია ქუჩის რომელ მხარეს იქნა ნაპოვნი თვითმფრინავი.
დღეს, კოლექცია რომელსაც ჰარი სმიტი ოც წელზე მეტი ხანი აგროვებდა დოკუმენტირებულია და კატალოგის სახით არსებობს. ამ კოლექციის მცირე ნაწილს ქვემოთ წარმოგიდგენთ.













ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
——————————————————————————————————————–
სხვა თემაზე ჩვენი იუთუბ არხიდან