ფული – სასაქონლო ურთიერთობის ერთეული და მისი მომოძრავებელია, ის ხელიდან ხელში გადადის, იცვლის პატრონს, რომელიც ამავდროულად იშვიათადაა მისი მფლობელი.
ბაზარი ჩვენს ირგვლივაა, სრული გასაქონლების პირობებში შეუძლებელია წარმოიდგინო სხვა სამყარო.

ეს სოციალური კონსტრუქტი ბუნებრივ მდგომარეობად გვეჩვენება. რთული დასაჯერებელია რომ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები ოდესღაც სხვაგვარად არსებობდა ან იარსებებს. გათენებიდან დაბინდებამდე და მის მერეც, ურთიერთობა სასაქონლო ერთეულების ცვლამდეა დაყვანილი, გასაგნებულია ის არამატერიალურიც რაც შეიძლება ერთმანეთს გრძნობის სახით გავუზიაროთ.

ჩვენი დრო საბაზრო ურთიერთობის ჩარჩოებშია მოქცეული, ჩვენი მოცალეობა ჩვენ არ გვეკუთვნის. საათის ცნება, რომელიც სამოც წუთს მოიცავს, მე-13 საუკუნეში მოიფიქრეს – დღეს ეს მიგნება სამუშაო ძალის უკეთ ორგანიზებასა და მაქსიმალური სასაქონლო მოგებისკენაა მიმართული. არც ეს მოგებაა ჩვენი. მშრომელს შეუძლია მაღაზიაში შესვლა და ფულით სხვა საქონლის შეძენა, იმ საქონლის რომელიც მის მსგავსმა მშრომელებმა პეკინიდან კიტომდე შექმნეს.

ბაზარი რომელიც საზღვრებს არ ცნობს ყოველი დასაქმებულის ხარჯზე დახლებს ნაირნაირი საქონლით ავსებს და ჩვენთვის ჩვეულ სამყაროს ქმნის. სუპერმაკეტში შესულები იშვიათად ვფიქრობთ, რომ ყოველი პროდუქტის და ნივთის უკან ვიღაცის დრო და ენერგია დგას. ამ დროსა და ენერგიაში ვიხდით ფულს, რომელიც ჩვენი დროის და ენერგიის ექვივალენტში არასდროს ითარგმნება. ეს ფული სრულად არც იმ დახარჯული დროის და ენერგიის ინდივიდს მისდის. ამ სხვაობას ყოველთვის სხვა ეუფლება, ის სხვა ვის ხელშიც წარმოების და საბაზრო ინფრასქტრუქტურის რესურსია. თუმცა, ეს რესურსი არაფერია თუ მას ცოცხალი სამუშაო ძალა ახალ სასაქონლო ერთეულად და შესაბამისად მისი მფლობელისთვის მოგების წყაროდ არ გარდაქმნის.

ფული – სასაქონლო ურთიერთობის ერთეული და მისი მომოძრავებელია, ის ხელიდან ხელში გადადის, იცვლის პატრონს, რომელიც ამავდროულად იშვიათადაა მისი მფლობელი


——————————————————————————————————————–

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015