ტეატრინო თოჯინების თეატრია რომელსაც დედა-შვილი ელენა და პოლინა შუბინები უძღვებიან. პროექტი თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგში დაფუძნდა, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ რუსეთი დატოვეს და ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, სადაც წარმოდგენებს საკუთარი მეგობრებისთვის და მეგობრების მეგობრებისთვის მართავენ.

ამავდროულად, ტეატრინო მხოლოდ თოჯინების თეატრი არაა და საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს იმდენად რამდენადაც დაგეგმილია სხვადასხვა ვორქშოფები და მასტერკლასები (ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე კვირის თავზე მათ ასევე მოაწყვეს წარმოდგენა თბილისში მცხოვრები უკრაინელი დევნილებისათვის).

ლენა შუბინა თეატრალური პროდიუსერია, ის ათწლეულები სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრში მუშაობდა და 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების შემოქმედებითი პროდიუსერი იყო, პოლინა შუბინა კულტურის მენეჯერი, თეატრალური პროდიუსერი და მეზღვაურია, რომელიც დედასთან ერთად ტეატრინოს პროექტში ბოლო ორი წლის განმავლობაშია ჩართული

——————————————————————————————————————————————–

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015

——————————————————————————————————————————————