2022 წლის ნოემბერში “ქსელის” ორგანიზებით 8 დღის განმავლობაში ამბროლაურში, გორში, ბოლნისში, კასპში და ლაგოდეხში სხვადასხვა ქართული ფილმების კინოჩვენებები გაიმართა. კინოჩვენებას უმასპინძლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელმა სამშვილდემაც, აქ სოფლის კლუბის შენობაში, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა და სადაც კინოჩვენება მრავალი წელია არ გამართულა, მაყურებელს ელდარ შენგელაიას “შეკერიკელების” ნახვა შეეძლო.

გარდა იმისა რომ შენობაში ფილმების ჩვენებაა შესაძლებელი, ეს ადგილი ასევე სოფლის მაცხოვრებლებისათვის თავშეყრის ფუნქციასაც ითავსებს. სამშვილდეს 15 ნოემბერს, კინოჩვენების დღეს ვეწვიეთ და ლუსინე დოსტიბეგიანს, “თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორს გავესაუბრეთ. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ქსელში გაწევრიანებული ერთ-ერთი ორგანიზაციაა. ქსელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების და ორგანიზაციების კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას

——————————————————————————————————————————————–

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015

——————————————————————————————————————————————