1974 წლის ავსტრალიური საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში არტურ კლარკმა თანამედროვე ინტერნეტი იწინასწარმეტყველა. ინტერვიუში კლარკი საუბრობს თუ როგორ წარმოუდგენია ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთობა 21-ე საუკუნეში. გთავაზობთ ინტერვიუს, ქართული სუბტიტრებით (ჩასართავად პლეიერის ველში მარჯვენა კუთხეში CC-ს დააჭირეთ).

აქვე გთავაზობთ ინტერვიუ სრულ ტექსტს.

2001 წლის ფილმში (“კოსმოსური ოდისეა 2001”) თქვენ 21-ე საუკუნეს გვაჩვენებთ. ჩემი შვილი, ჯონათანი მოვიყვანე, რომელიც 2001 წელს ჩემი ამჟამინდელი ასაკის იქნება. შესაძლოა ის უფრო ადაპტირებული აღმოჩნდეს იმ სამყაროში, რომლის აღწერასაც თქვენ ცდილობთ.

როდესაც ის გაიზრდება ის დიდი ცვლილებების მოწმე გახდება, 2001 წელს მას საკუთარ სახლში კონსოლი ექნება, რომლის საშუალებითაც კომპიუტერთან ურთიერთობა და ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლება. შეეძლება გადასახადებზე, თეატრის ჯავშანზე, ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მიიღოს, რომელიც ჩვენს რთულ და თანამედროვე საზოგადოებაში ყოველდღიურად სჭირდება. ეს ყველაფერი პატარა სივრცეში, მის საკუთარ სახლში იქნება განთავსებული.
ამის მსგავსი ტელევიზორის ეკრანი და კლავიატურა ექნება, რაც კომპიუტერთან ურთიერთობის და მისგან ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს. ეს ყველაფერი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, როგორც ჩვენთვის ტელეფონია.

მაინტერესებს თუ როგორი იქნება ცხოვრება სოციალური კუთხით. თუ მთელი ჩვენი სიცოცხლე კომპიუტერის ირგვლივ იტრიალებს, გავხდებით თუ არა საზოგადოება, რომელიც კომპიუტერზე დამოკიდებული იქნება?

რაღაც კუთხით კი. თუმცა, ამავდროულად ეს ყველაფერი ძალიან გაგვამდიდრებს, რადგანაც მოგვცემს საშუალებას ვიცხოვროთ იქ სადაც გვინდა. ნებისმიერ ბიზნესმენს, ან ხელმძღვანელს შეეძლება იცხოვროს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და საქმეები იქედან აწარმოოს და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიქნებით გაჭედილები ქალაქებში და შეგვეძლება სოფელში ან სადაც მოვინდომებთ, იქ ვიცხოვროთ და ამავდროულად გავაგრძელოთ ადამიანებთან და კომპიუტერებთან ურთიერთობა.