1961 წელს, 14 წლის ასაკში სტივენ კინგმა ჟურნალ “Spacemen”-ს მოთხრობა სახელწოდებით “The Killer” (მკვლელი) გაუგზავნა. მისდა სამწუხაროდ რედაქტორმა, ფორესტ აკერმანმა, მისი დაბეჭდვა საჭიროდ არ ჩათვალა. საინტერესოა, რომ მოგვიანებით აკერმანმა იგივე მოთხრობის დაბეჭდვა მაინც გადაწყვიტა, თუმცა ეს 33 წლის შემდეგ მოხდა, როდესაც ის სხვა ჟურნალის, “Famous Monsters of Filmand” (კინოსამყაროს მონსტრები) რედაქტორი იყო. ამ დროს სტივენ კინგი უკვე ძალიან პოპულარული ავტორი გახლდათ.
გთავაზობთ მცირეწლოვანი კინგის წერილის თარგმანს.
ძვირფასო რედაქტორო,
მე 14 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვწერდი. უკვე ორი წელია რაც სხვადასხვა გამოცემებს ჩემს ნაწერებს ვთავაზობ. თქვენი ჟურნალის გამომწერი ვარ და ჩემს საყვარელ რუბრიკას ნეკროლოგი წარმოადგენს, თუმცა ჩემთვის მეორე ადგილზე რუბრიკა “ო ჰენრის კომეტა” იკავებს, სწორედ ამ რუბრიკისთვის არის განკუთვნილი ჩემი მოთხრობა.
ძალიან დიდი მადლობა ჩემი მოთხრობის განხილისთვის. იმედი მაქვს თქვენ გადაწყვეტთ შეიტანოთ ის “ო ჰენრის კომეტა”-ში.
საუკეთესო სურვილებით,
სტივენ კინგი
წყარო: Lettersofnote