გახსოვდათ, რომ ჯორჯ კარლინი ერთხელ კათოლიკე მღვდლად მოგვევლინა? ან კიდევ ის, რომ კრის მარტინი ერთხელ საშუალო სტატისტიკური ზომბი იყო? ამ პოსტში გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა იმ ცნობილი ადამიანების კამეოები, რომლებიც შეიძლება გაგეპარათ ან უბრალოდ აღარ გახსოვდათ.
Rick and Morty, Interdimensional Cable II: Tempting Fate (2015)
მხოლოდ რიკი და მორტიში თუ ნახავთ სასაცილო პენისებზე მოსაუბრე ვერნერ ჰერცოგს. არ ვიცი რამდენი გადაუხადეს, მაგრამ ფაქტია უცხოპლანეტელი სულიერი ლიდერის როლი მშვენივრად შეასრულა. ისიამოვნეთ.
Hot Fuzz (2007)
პიტერ ჯექსონმა ბეჭდების მბრძანებელის გადაღების მერე თოვლის ბაბუობა დაიწყო და გაუტია. თანაც, ვერც საიმონ პეგს იტანს.
Shaun of the Dead (2004)
ამბობენ გვინეტ პელტროუს კრის მარტინი ამ ფილმში მონაწილეობის გამო შეუყვარდაო. გასაკვირი არაა, რომ შარშან ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რთულია ზომბი გიყვარდეს.
Sharknado 3: Oh Hell No! (2015)
კრისის მოგვარე, ჯორჯ მარტინი კი…კვდება. ნეტა წიგნების დამთავრება თუ მოასწრო?..
High Fidelity (2000)
High Fidelity კარგი ფილმია. ჯონ კიუსაკი კარგი მსახიობი. ბრიუს სპრინგსტინი კი ორივეს ჯობია (ამის თაობაზე რედაქციაში აზრები გაიყო).
Being John Malovich (1999)
ჯონ მალკოვიჩი და ჩარლი შინი ძმაკაცობ(დნ)ენ. ვინ იფიქრებდა…
M&M’s – ის სარეკლამო რგოლი (2009)
ჯეი-ქეი სიმონსი ხომ გახსოვთ? აი, ის ტიპი რა, ჰიტლერს რომ ჰგავს სპაიდერმენში ულვაშებით და ქცევით whiplash-ში, ჯუნოში რომ ლიბერალ მამას თამაშობს. ჰო, აი ეგ, ყვითელ M&Ms-ს ახმოვანებს სულ სიმღერ-სიმღერით.
South Park, Scott Tenorman Must Die (2001)
რედიოჰედის წევრები ზედმეტად მგრძნობიარე, მტირალა ადამიანებს ვერ იტანენ…
Men in Black 2 (2002)
მაიკლ ჯექსონი უცხოპლანეტელია შესაბამისად გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ ის არ მომკვდარა, უბრალოდ მშობლიურ პლანეტაზე გაფრინდა, როგორც E.T.
Dogma (1999)
მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომიკოს ჯორჯ კარლინს ხშირად უსაუბრია კათოლიკურ სკოლაში გატარებულ დროზე, ეპისკოპოსის როლის შესრულებას მას ალბათ მხოლოდ კევინ სმიტი თუ შესთავაზებდა.