კინოთეატრი აპოლო 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა. შენობა მოდერნის და ნეოკლასიციზმის ნიმუშია. იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში და ზოგადად ევროპაში აპოლო ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი იყო. დღეს ის უფუნქციოა.
2002 წელს კინოთეატრი “ქართული ფილმის” მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით კერძო პირს მიჰყიდა.

რამდენიმე წლის წინ კინოთეატრი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, შენობის ფასადი შეიღება, თუმცა ინტერიერი პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია.

გთავაზობთ კინოთეატრის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს. გადიდებისთვის დააჭირეთ ნებისმიერ სურათს.