BG_COTM_201510-card1

პლეილისტის მეოთხე გამოშვებაში გიორგი ლობჟანიძე იმ გაჰიტებულ სიმღერებზე გვესაუბრება, რომლებიც ავტორებმა თავიდან ბისაიდებად ჩაიფიქრეს. უშუალოდ პლეილისტის მოსასმენად დააჭირეთ აქ.

ეს სიმღერა ალბომ Violator-ის ბისაიდად გამოვიდა, რამაც მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ Depeche Mode 90-იანებშიც ერთ-ერთ საუკეთესო ბენდად რჩებოდა.

მართალია ჯგუფ Oasis-ის ეს ტრეკი Cigarettes and Alcohol-ის ბისაიდი იყო, მაგრამ მსმენელში სინგლზე არანაკლები პოპულარობა მალევე მოიპოვა. დღეს ის ოაზისის ერთ-ერთი საუკეთსო ბისაიდად ითვლება.

ეს ტრეკი პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლის (Love will tear us apart) ბისაიდია. სიმღერას ჯგუფი ლაივების დროს ხშირად უკრავდა. ამ სიმღერაში ბასს სახასიათო ჟღერადობა აქვს. Joy Division-მა სიმღერა ვოკალისტის, იან კერტისის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ჩაწერა.

Stone Roses-ის მსმენელს დღემდე უკვირს თუ რატომ არ გამოუშვა თავის დროზე ჯგუფმა ეს სიმღერა სინგლად. მანჩესტერელები ამ კომპოზიციაში ადგილობრივი, სიბინძურით ცნობილი მდინარის შესახებ გვიმღერიან.

The Exploding Boy -ში ჯგუფის ქარიზმა და ხელწერა ჩანს. აქ მელანქოლია და არაჩვეულებრივი ენერგეტიკა ერთმანეთს ერწყმის.

პოლ მაკარტნის აზრით ჯონ ლენონის დაწერილი I am the walrus არასაკმარისად კომერციული იყო, ამიტომ სიმღერა Hello Goodbye-ის ბისაიდად ჩაწერეს. პლეიბოისთან ინტერვიუში ლენონმა განაცხადა, რომ სიმღერის დაწერის იდეა ლუის ქეროლის პოემის (The Walrus and the Carpenter) წაკითხვის შემდეგ მოუვიდა.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ The Smiths-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი, How soon is now თავიდან ბისაიდად ჩაწერეს. თუმცა, მოგვიანებით ეს „შეცდომა“ გამოსწორდა, სიმღერა სინგლად გამოვიდა და ბრიტანულ ჩარტებში დიდი ხნით დაიმკვიდრა ადგილი.