პიტ დოქტერი პიქსარში 27 წელზე მეტია მუშაობს, ის სათამაშოების ისტორიების პირველ და მეორე ნაწილისთვის, მონსტრების კორპორაციისთვის და სხვა ძალიან წარმატებული მულტფილმებისთვის ქმნის ანიმაციას. 2009 წელს საშუალო სკოლის (რომელშიც თავის დროზე დოქტერი სწავლობდა) მასწავლებელმა, მარტინ კელზიმ მოსწავლეებისთვის რჩევის მიცემა სთხოვა, რასაც დოქტერმა შემდეგი წერილით უპასუხა.

2009 წლის 5 მაისი

ძვირფასო მისტერ კელსი,

რა შეიძლება ვუთხრა Middle სკოლის მოსწავლეებს?

როდესაც ამ სკოლაში ვსწავლობდი, მულტიპლიკაციის ხატვა მიყვარდა. კლასში საუკეთესო მოსწავლე არ ვყოფილვარ, ჩედ პრინსი გაცილებით უკეთ ხატავდა, თუმცა კომიქსების და ანიმაციის ხატვა მიტაცებდა, ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ არავის გაუკვირდა, რომ კალიფორნიის სამხატვრო ინსტიტუში ჩავაბარე (CalArts), სასწავლებელში, სადაც ანიმაცია ისწავლებოდა.

CalArts წლიურად მხოლოდ 25 სტუდენტს იღებს და ქვეყნის საუკეთესო მხატვრებს იზიდავს. იქ აღმოვაჩინე, რომ კლასში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტიდან ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მხატვრად ვიქეცი. ჩემს ნიჭიერ ამხანაგებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ შანსი არ მქონდა პროფესიონალი მხატვარი გავხმდარიყავი. ყველა ჩემზე უკეთესი იყო. ვფიქრობდი, რომ ისინი საუკეთესო მხატვრები და ტოპ ანიმატორები გახდებოდნენ.

თუმცა, ანიმაცია მიყვარდა და ამიტომ საქმეს ვაგრძელებდი. ტონობით ფირს ვამზადებდი. ანიმაციას ჩემი მეგობრების ფილმებისთვის, ან უბრალოდ გასართობად ვაკეთებდი. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა არ ვარგოდა, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ შედეგი გამეუმჯობესებინა.

ამასობაში, ბევრი ვისაც ხატვა მართლა ძალიან კარგად შეეძლო, ზარმაცობდა და არაფერს აკეთებდა. ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ, მათი ნიჭი რომ მქონოდა, ძალიან ბევრს მივაღწევდი.

წლები გავიდა და ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ხატავენ, ანიმაციაში არ მუშაობენ. არ ვიცი რა მოუვიდათ. მე რაც შემეხება, პიქსარის ანიმაციის სტუდიამ დამიქირავა, აქ სათამაშოების ისტორიის პირველ და მეორე ნაწილებზე, მონსტრების კორპორაციაზე და Up – ზე ვიმუშავე.

ასე რომ, Middle სკოლის მოსწავლევ, გააგრძელე საყვარელი საქმის კეთება! ბევრი იმუშავე. ბოლოს, ვნება და შრომა ჩვენს ბუნებრივ ნიჭს ჯაბნის, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ იმას აკეთებ რაც გიყვარს, ეს ხომ „სამსახური“ არაა…

წარმატებები,

პიტ დოქტერი

წყარო: Letters of Note