ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

The Chemical Brothers – Leave Home

სახლის დატოვების სურვილს სიმღერის სახელწოდება გვიჩენს, ენერგიული რითმი კი მოგზაურობას მთელი სულით და გულით გვანდომებს

10cc – Dreadlock Holiday

ამ სიმღერაში ერთი ტურისტი სახლიდან შორს, მზიანი იამაკის საეჭვო რეპუტაციის მქონე ქუჩებში თავგადასავალში ეხვევა

The Wiseguys – Caribbean Breeze

ეს სიმღერა 90-იანების კარიბებზე მოგზაურობისას იდეალური იქნებოდა

Cake – The Distance

The Distance კარგად აღწერს მანქანებით გადატვირთულ ადგილებში ავტომობილით გადაადგილებას და გრძელი მანძილების გადალახვის გამოცდილებას

Jamiroquai- Travelling Without Moving

სიმღერა პარადოქსალური სახელწოდებით, არაჩვეულებრივი ბასით და ენერგიით

A Flock of Seagulls – I Ran (So Far Away)

ლეგენდალური ჰიტი სპეციფიური ენერგიით, რომელიც მოგზაურობაზე მეტს გვთავაზობს და ჩვენში რეალობიდან გაქცევის გრძნობას აღვიძებს

Sublime – Lincoln Highway Dub

ალბათ არაფერი არ აძლიერებს მზიან ადგილებში მოგზაურობის სურვილს ისე ეფექტურად როგორც ეს სიმღერა, რომლის მოსმენაც ჰამაკზე და პინა-კოლადაზე ფიქრს იწვევს

The Clash – Should I Stay or Should I Go

ლეგენდალური პანკ ბენდის ცნობილი ჰიტი, რომელიც მსმენელს დღემდე დილემის წინაშე აყენებს
.

Desmond Dekker & The Aces – “Israelites”

სიმღერა მოგზაურობის ნაკლებად პოპულარულ ნაირსახეობაზეა, რადგანაც ის დილას ადრე გაღვიძებაზე და სამსახურში წასვლის სირთულეებზე მოგვითხრობს

Iggy Pop – The Passenger

მუსიკალურ სამყაროში ერთერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა მგზავრზე, რომელიც სავარაუდოდ წარდგენასაც კი არ საჭიროებს

LCD Soundsystem – Home

ეს თბილი ტრეკი მსმენელს თავს დაცულად აგრძნობინებს, რომელიც მონატრებულ სახლში დაბრუნებაზე, ცუდი განცდების წარსულში დატოვებაზე და თბილი მოგონებების შენარჩუნებაზე გვიამბობს.