რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი უფლებები ხელოვნების სექტორში? ეს ის თემაა, რომელზეც ქვეყანაში ხშირად არ საუბრობენ. მორიგი პოდკასტის სტუმრები, ესმა ბერიკიშვილი და ანა ციმინტია, რომლებმაც სხვა ადამიანებთან ერთად 2018 წელს ჯგუფი თარაზო ჩამოაყალიბეს, თემას გადაცემის წამყვანთან, დათო ლობჟანიძესთან ერთად მიმოიხილავენ