სამაგიდო თამაშები ახალი ხილი არაა, ასეთი ტიპის პირველი თამაშები ათასწლეულების წინ გამოჩნდა, თუმცა, დღეს ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია როგორც არასდროს. საქართველოში სამაგიდო თამაშები, მათ შორის თანამედროვე, ახალი თამაშები სულ მეტ პოპულარობას იძენენ. პოდკასტმა “საუბრები პოპ კულტურაზე” ამ თემაზე სასაუბროდ Tsibakha Game Club – ის დამფუძნებლებს ლადო და გიგა წიბახაშვილებს უმასპინძლა.