ავტორი: ლიკა შარაშიძე
„არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება”
სწორედ ასე შეაფასა ლისაბონის კარდინალმა ვატიკანის მიერ უარყოფილი ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“.
მწერალი ჟოზე სარამაგუ 1922 წელს პორტუგალიის სოფელ აზინაგაში დაიბადა, გლეხის ოჯახში, რომელმაც მოგვიანებით ბინა ლისაბონში დაიდო.
ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა სარამაგუმ მრავალ პროფესიაში სცადა ბედი: მუშაობდა ავტოშემკეთებლად, თარჯიმნად, ჟურნალისტად.
ჟოზე სარამაგუს ნამდვილი გვარია დე სუზა, „სარამაგუ“ ფსევდონიმია და ველურ ყვავილს ნიშნავს. მწერალმა ინსპირაცია მამიდან აიღო, რომლის მეტსახელიც ახალგაზრდობაში “ველური ყვავილი“ იყო, თუმცა ავტორის ახალგაზრდობას თვალს თუ გადავავლებთ, მისი ახალგაზრდა ბუნების ქაოტურობის დანახვა არ გაგვიჭირდება: თავის მემუარებში „მცირე მოგონებანი“, იგი ახალგაზრდობაში გადამხდარ სექსუალურ თავგადასავლებს დაწვრილებით აღწერს.
სარამაგუს ალეგორიული ნაწარმოებები, ხშირად ისტორიული მოვლენების ალტერნატიურ ხედვას გვთავაზობენ, სადაც ის ყურადღებასრელიგიური პერსონჟების ადამიანურ მხარეებზე ამახვილებს. აზროვნების ამ ხაზის ერთგული ის 1991 წელს დაწერილ „იესოს სახარება“-შიც რჩება.
„იესოს სახარება“ მოგვითხრობს ქრისტეს ცხოვრების გზას დაბადებიდან გარდაცვალებამდე, იგი არ მიყვება კანონიკურ სიუჟეტს და დიდ ნაწილს მესიის ბავშვობას უთმობს, იესოს ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც ახალ აღქმაში უგულვეყოფილია.
სარამაგუსეული იესო ნაზარეველი- ადამიანი, რომელიც მარიამის და იოსების ადამიანური კავშირის შედეგად იშვა ამ ქვეყანაზე, მისი ბუნება არ არის ორმაგი, იგი უბრალო მოკვდავობით შემოიფარგლება და სწორედ იმ გზით ევლინება სამყაროს, რითაც ნებისმიერი სხვა.
ნაწარმოებში სარამაგო მიზნად არ ისახავს ქრისტიანი მრევლის შეურაცხყოფას, რასაც მისი რომანის წყობაც მოწმობს: მართალია ბიბლიურად ცნობილი ხაზი შეცვლილია, მაგრამ ძირითადი ფოკუსი მაინც იესოს ცხოვრების უცნობ ნაწილზე, მის ყმაწვილკაცობაზეა. საინტერესოა ნორჩი ქრისტეს ემოციები, მისი ლტოლვა და სიყვარული მარიამ მაგდალინელის მიმართ, ეგზისტენციალური კონფლიქტები და ახალგზარდული, კაცობრიობისთვის აქამდე შეუცნობელი ბუნების ინტერპრეტაცია.
სადავო არის შემოქმედის სახე, რომელიც მეტად ანტაგონისტურია:“მიუტევეთ ადამიანნო, რამეთუ არა იცის რასა სჩადის“, ამ სიტყვებით სრულდება იესოს მიწიერი თავგადასავალი და მასთან ერთად ნაწარმოებიც. ღვთის ამგვარი წარმოჩენა მეტად მიუღებელია მორწმუნეების ნაწილისთვის, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, სულ სხვა პერსპექტივას დავინახავთ: ავტორი ცდილობს დაგვანახოს ღმერთი, რომლის ბუნებაც ადამიანურთან მაქსიმალურად ახლოსაა:“დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შვილო ჩემო, ადამიანის სულში თვით შემოქმედმა, ანუ მე თავიდანვე ჩავაქსოვე, მაგრამ ეს გრძნობა, ისევე როგორც დანარჩენი, რაც ჩემ მსგავსად და ხატად შევქმენი, ჩემსავე სულში მაქ მოძიებული, და იმჟამიდან გასულ დროში განა გამიქრა, პირიქით, უფრო გაძლიერდა და გამიმძაფრდა.“- ათეისტი სარამაგუ თითქოსდა პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს და კონსერვატიულ პორტუგალიელ მკითხველს აჩვენებს კაცთან გათანაბრებულ უფალს, რომელსაც მსგავსი შეგრძნებები ეუფლება.
რომანის გამოქვეყნების დღიდან ავტორს გავლენიანი წრები უარყოფენ: ვატიკანის გაზეთმა “L’Osservatore Romano” „იესოს სახარებას“ ვრცელი კრიტიკა მიუძღვნა და მას მკრეხელური უწოდა. რელიგიური პირების გარდა სარამაგუს ხელისფულებაც დაუპირსპირდა: პორტუგალიურმა მთავრობამ ჟოზე სარამაგუ ევროპული ლიტერატურული პრემიის პორტუგალიელი კანდიდატების სიიდან ამოაღებინა, მოგვიანებით კი ქვეყნის პრეზიდენტი, ანიბალ კავაკუ სილვა, მის დაკრძალვაზე არ გამოცხადდა, რამაც ათასობით მკითხველში აღშფოთება გამოიწვია.
ყველაფრის მიუხედავად, ნაწარმოებმა აღიარება ჰპოვა: მიიჩნევა, რომ 1998 მწერალმა სწორედ ამ ნაწარმოების გამო აიღო ნობელის პრემია.
2003 წელს კრიტიკოსმა ჰეროლდ ბლუმმა სარამაგო „ყველაზე ნიჭიერ თანამედროვე ნოველისტად“ მოიხსენია, ხოლო ჯეიმს ვუდმა ის მისი გამორჩეული თხრობის მანერის გამო შეაქო, რომელსაც, მისი აზრით ბრძენი და უცოდინარი ადამიანის ტონი ერთდროულად დაჰკრავს.
ჟოზე დე სუზა „სარამაგუ“ 2010 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ის მსოფლიო ლიტერატურაში რელევანტურ ფიგურად დღემდე რჩება.
შესანიშნავია!
LikeLike
წიგნი დაუნებისთვის. საერთოდ ნოლი განათლება თეოლოგიური იმან აი ეს აბსოლუტური სირობა შეიზლება სერიოზულად აღიქვას. აბსოლუტურად გაუნათლებელი უნდა იყო, რა ვატიკანს გდაუპირისპირდა დაუნების საკითხავით? და ვის რა მოჭამა რო?
LikeLike