სუბტიტრები ნიკა ქობულაძის და დათო ლობჟანიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც ინტერნეტს და ახალ მედიას ეხება. პოდკასტში ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ახალი ფილმების, სერიალების შეფასებებს, ინტერნეტის ისტორიას და ასევე გაიგოთ უჩვეულო და საინტერესო ამბები, რომლებსაც ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების დროს ნაკლებად შეიძლება შეხვდეთ.

ამ გამოშვებაში ნიკა და დათო ინტერნეტ მიმოხილვის ფარგლებში მიმოიხილავენ თუ როგორ შეიძლება კომპანიებმა მიმართონ თვითპიარს მედია მანიპულაციის ხარჯზე, უცნაურ იუთუბ ტრენდს ASMR – ზე (ავტონომიური სენსორულ მერიდიანული რეაქცია), გვირჩევენ სერიალებს (Snowfall, Poldark და არამხოლოდ) და ასევე განიხილავენ სოციალური ქსელების ევოლუციას.