3 თებერვალს აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში პარტიული ნომინაციის მაძიებლები სხვადასხვა შტატებს მოივლიან და მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. გამარჯვებული 2020 წლის ნოემბერში მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. შიდაპარტიული არჩევნები აიოვის შტატის კოკუსით დაიწყო. პირველად ისტორიაში აიოველებს ხმის მიცემა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სამ ქალაქში შეეძლოთ – გლაზგოში, პარიზში და თბილისში. 3 თებერვლის აიოვის კოკუსი თბილისით დაიწყო, აქ დაფიქსირდა შტატის პირველი შედეგები. თბილისის შეკრებას ჟურნალისტმა ჯოშუა კუჩერამ უმასპინძლა. კოკუსს ლიტაგორაც დაესწრო და მის მონაწილეებს გაესაუბრა
აშშ-ს შიდაპარტიული არჩევნები თბილისში დაიწყო. რა არის კოკუსი?
