რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ.

მორიგი ეპიზოდის სტუმარი სემიოტიკოსი და ფილოლოგი მარიამ ნოძაზეა. მარიამი მასობრივი კულტურის სამ ძალიან ცნობილ ნაწარმოებზე, მელ გიბსონის მამაც გულზე, მარველის კაპიტან ამერიკას 2011 წლის ეკრანიზაციაზე და 2004 წლის ტროაზე საუბრობს.

გარდა იმისა რომ ეს სამივე ფილმი მასკულტურის ნიმუშს წარმოადგენს მათ ასევე ეპიკურ თემებსა და გმირებზე საერთო დამახასიათებლები გააჩნია. მარიამი ხსენებულ ნამუშევრებს ამ საერთო მახასიათებლებზე საუბრობს და მათ იკონიზაციის კანონების ჭრილში მიმოიხილავს