#რუბრიკა3ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.

მორიგი ეპიზოდის სტუმარია ანი ლუხავა, სახელოვნებო განათლების ორგანიზაცია “ვერტიგო” – ს დამფუძნებელი. ანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში აღმოცენებულ ექსპერიმინტულ მიმდინარეობას მიმოიხილავს, მათ შორის ტრანსგრესიულ კინოს და ეგრეთწოდებულ No wave cinema-ს.

ანი თემებზე სამი ფილმის დახმარებით საუბრობს. ეს ფილმებია ნიკ ზედის They Eat Scum (ისინი იკვევებიან ნაგვით), ენდი უორჰოლის Sleep (ძილი) და ჯიმ ჯარმუშის Permanent Vacation (მუდმივი შვებულება)