რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში არსებულ ქვეჟანრში რომელსაც ინგლისურად Hard science fiction უწოდებენ და რომელიც შეიძლება მძიმე ან მკაცრ სამეცნიერო ფანტასტიკად ვთარგმნოთ, გულისხმობს ისეთ ნაწარმოებებს, რომლებისთვის მეცნიერული სიზუსტე და ლოგიკა მნიშვნელოვანია. პირველი გადაცემის სტუმარია დათო სამნიაშვილი, მწერალი, რომელიც სწორედ ამ ქვეჟანრზე საუბრობს. დათო მას სამი ნაწარმოების დახმარებით მიმოიხილავს. ესენია – არტურ კლარკის “2001: კოსმოსური ოდისეა,” არკადი და ბორის სტრუგაცკების “პიკნიკი გზის პირას” და ბლეიკ კრაუჩის “ბნელი მატერია”