24-29 ოქტომბერს ქუთაისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მეორე ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის მსვლელობისას ალექსანდრე [სანდრო] კობერიძეს გავესაუბრეთ. გარდა იმისა რომ ალექსანდრე წლევანდელ ფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო და ასევე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის ვორქშოფი ჩაატარა, მაყურებელს ასევე მისი სტუდენტობის დროს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიეცა. ამ ინტერვიუში ალექსანდრე საუბრობს ქუთაისზე, ფესტივალის მნიშვნელობაზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფორმატზე და ზოგადად კინოზე