მიმდინარე ბერლინალეს კინოფესტივალზე ჟიურიმ “სერიალის” ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული. საუკეთესო ნამუშევრად იტალიურ-ბრიტანული კოპროდუქცია “კარგი დედები” დასახელდა. ელიზა ამორუზოს და ჯულიან ჯაროლდის სერიალი რეალურ ამბავს ეფუძნება, ის ქალ პროტაგონისტებზე ფოკუსირდება, პერსონაჟებზე რომლებმაც კალაბრიულ მაფიის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს.

განსაკუთრებული აღნიშვნა კი ნორვეგიულ ოთხ სერიანმა ფილმმა (“არქიტექტორი”) დაიმსახურა. აქ ავტორები დისტოპიურ სამყაროს გვიხატავენ, რომელიც დღევანდელი ყოფის გამძაფრებული ვერსიაა. ადამიანებს უსაზღვრო ვალები აქვთ, მოსახლეობის დიდი წილი უსახლკაროა და ა.შ.

ბერლინალე ა კლასის ფესტივალებს შორის პირველია რომელმაც თავის პროგრამაში სერიალების ჩართვა გადაწყვიტა და ეს პირველად 2015 წელს გააკეთა.

ფოტოზე: დენიელ ფრიგო (The Walt Disney-ს წარმომადგენელი), Elisa Amoruso (რეჟისორი), ჯულიან ჯაროლდი (რეჟისორი), ალესანდრო საბა (The Walt Disney).