თეკლა ასლანიშვილის 2022 წლის ფილმი “სახელმწიფო სახელმწიფოში” იკვლევს ურთიერთმიმართებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ტერიტორიალ კონფლიქტებს შორის. ექსპერიმენტალური ხასიათის ფილმში მნიშვნელოვანი როლი უკავია რეგიონში არსებული რკინიგზის ფენომენს, რომელიც არა უბრალოდ ადამიანების და ტვირთის გადაზიდვის საშუალებაა, არამედ გარკვეულწილად დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც ხშირად არსებული საზღვრების მიღმა ფუნცქნიორებს და რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში სწორედ ასე ეძახდნენ – სახელმწიფოს სახელმწიფოში. ფილმის ავტორთან ინტერვიუ თბილისის კინოფესტივალის (სადაც “სახელმწიფომ სახელმწიფოში” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა) მსვლელობისას ჩავწერეთ
თეკლა ასლანიშვილი | სახელმწიფო სახელმწიფოში
