თვითნასწავლი არტისტის ლევან სამნაშვილის ბოლო დროს შექმნილ ნამუშევრებს შორის არის ერთი სერია, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, უბანს რომლის სიახლოვეში თავადვე ცხოვრობს. ცხრა ნამუშევრისგან შემდგარ ნაკრებში, რომელზეც არტისტმა მუშაობა 2022 წლის ახალი წლის დღეებში დაიწყო, ბანკებს, ტოტალიზატორებს, სავალუტო ჯიხურებს და თანამედროვე თბილისისთვის დამახასიათებელი სხვა შენობების ფონზე მეტწილად გარემოვაჭრეების ურბანულ ყოფას და ყოველდღიურობას ვხედავთ. ასეთი რეალობის ტილოზე ასახვა ქართულ სინამდვილეში არც თუ ისე გავრცელებული მოვლენაა და სწორედ ეს ხდის ამ ნამუშევრებს განსაკუთრებით საინტერესოს