wh

მთავარ როლს ამერიკელი ღმერთების ეკრანიზაციაში, რომელიც 2017 წელს გამოვა ბრიტანელი მსახიობი, რიკი უიტლი შეასრულებს. წიგნის ავტორი, ნილ გეიმანი არჩევანით კმაყოფილი ჩანს.

“ძალიან მიხარია, რომ რიკი Shadow-ს როლს შეასრულებს. მისმა კასტინგმა შესანიშნავად ჩაიარა… ამერიკული ღმერთების ერთ-ერთი მთავარი თემა ემიგრანტებია და ძალიან მართებულად მიმაჩნია, რომ სხვა ყველაფერთან ერთად Shadow ამერიკაში იმოგზაურებს,” განაცხადა გეიმანმა.

ამერიკელი ღმერთების სერიალად ეკრანებზე გამოსვლა 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეასრულებს სხვა პერსონაჟების როლებს.

წყარო: Rotten Tomatoes